|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ვინ იბრძვის იმერეთის ქალაქების მერობისათვის?

იმერეთის 12 მუნიციპალიტეტიდან 6- ში მმართველი პარტიის სახელით მეორედ იყრიან კენჭს მოქმედი მერები, ორ ქალაქში კი ოპოზიციის ნაწილი მხარს დაუჭერს დამოუკიდებელ კანდიდატს დაუჭერს.

ქუთაისში ბევრს დუმბაძის ლიტერატურული პერსონაჟები გაახსენდა, როდესაც მთავარ კონკურენტებად "ქართული ოცნებიდან "ქუთაისის მოქმედი მერი და იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ყოფილი მოადგილე, იოსებ ხახალეიშვილი და ოპოზიციიდან "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი ხატია დეკანოიძე დასახელდნენ. რომელი ამოიყვანს ქუთაისის მზეს, ამას არჩევნების შედეგები აჩვენებს.

 საქართველოს მეორე ქალაქის მერობა მხოლოდ მას არ სურს. ყოფილი პრემიერის პარტიიდან “საქართველოსთვის" ქუთაისელების მხარდაჭერის მოპოვებას გიორგი გოგუაძე შეეცდება. მას ქუთაისი კარგად არ იცნობდა, თუმცა იცნობდნენ არასამთავრობო სექტორში. ის არის არასამთავრობო ორგანიზაციის „საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრი“ ყოფილი დირექტორი და ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში.

 "მესამე ძალა-სტრატეგია აღმაშენებლის" სახელით ქუთაისში მერობისათვის ანდრო ლოსაბერიძე იბრძვის. 

წყალტუბოს მერობის პოსტზე ქართულ ოცნებას წარდგენილი ყავს წყალტუბოს გამგებლის ყოფილ მოადგილეს, გენადი ბალანჩივაძეს. "ქართული ოცნების" ძველი შემადგენლობა ამას "ნაცობაში" ამხელს. მათი თქმით,  წინა ხელისუფლების დროს  „ნაციონალური მოძრაობის“ შტაბის უფროსი გუმრის თემში, ახლანდელ მმართველ ძალასთან დაკავშირება კი ნარჩემაშვილების ახლობლობით და ბიზნესკავშირებით შეძლო. 

ოპოზიცია   წყალტუბოს მერის პოსტზე მხარსა უჭერს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრს ზაზა მეტრეველს.  პარტიიდან “საქართველოსთვის” დასახელებულია  რუსუდან სილაგაძე.

სამტრედიაში მერობის კანდიდატი მმართველი პარტიიდან დავით ბახტაძეა. ისიც მოქმედი მერის მოადგილეა. "ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან" მერობის კანდიდატია მამუკა ბიბილეიშვილი, აქ თავისი კანდიდატი ყავს "ევროპული საქართველოსაც",  პარტიამ მერის პოსტზე საბრძოლველად ჟუკიანა ფოფხაძე წარადგინა. 

ზესტაფონის მერობის კანდიდატი ფეროშენადნობთა ქარხნის დირექტორი, ვასილ გველესიანია. მისი კონკურენტი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან" ბაქარ ხიჯაკაძეა, იუსტიციის სამინისტროს დასავლეთის სამმართველოს ყოფილი ხელმძღვანელი. ხიჯაკაძე მუშაობდა ასევე საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს დასავლეთის სამმართველოს ხელმძღვანელადაც.

ზესტაფონის მერობის კანდიდატია ასევე ლაშა ცხადაძე პარტიიდან “საქართველოსთვის”. ცხადაძე სამხედრო პოლიციის ყოფილი თანამშრომელია. 

 

ბაღდათის მერობის კანდიდატი “ქართული ოცნებიდან” კახა ენუქიძეა, მოქმედი მერის მოადგილე. ამავე პოსტისთვის იბრძვის გიორგი რობაქიძე "ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან" და ლადო ვარძიელი პარტიიდან “საქართველოსთვის.”

ტყიბულის მერობისთვის “ქართული ოცნებიდან” დავით ჩერქეზიშვილი იყრის კენჭს, ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან ბესიკ ზოსიაშვილი, პარტიიდან “საქართველოსთვის” სანდრო სახვაძე.

ხონის მერობა სურს მოქმედ მერს ლადო ჯურხაძეს მმართველი პარტიიდან და ზურაბ ჯიბუხიას "ევროპული საქართველოდან". ჯიბუხია ოპოზიციურ პარტიებთან შეთანხმებული საერთო კანდიდატია.

ვანში „ქართულმა ოცნებამ“ მერობის კანდიდატად ასევე მოქმედი მერი დაასახელა. პროფესიით ეკონომისტი ალექსანდრე გოგორიშვილი პოსტს  2017 წლიდან იკავებს.  ოპოზიციიდან მას  ბადრი მებურიშვილი დაუპირისპირდება, ის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრია.  

თერჯოლის  მერობის კანდიდატად დასახელებულია ლაშა გოგიაშვილი. ის ამ პოსტზე 2020 წლის რიგგარეშე არჩევნებზე აირჩიეს, არჩევამდე რამდენიმე თვის განმავლობაში ის მერის მოვალეობას ასრულებდა.  ამ პოსტზე ოპოზიციის  შეთანხმებული კანდიდატი ზურაბ ბუცხრიკიძეა, ის "ევროპულმა საქართველომ" წარადგინა.

ხარაგაულის მერობისთვის “ქართული ოცნებიდან” იბრძოლებს მოქმედი მერი კობა ლურსმანაშვილი, მეცხრე მოწვევის პარლამენტის წევრი, ვადის ამოწურვამდე ის პარლამენტიდან ხარაგაულის მერის პოსტზე დაბრუნდა, პარლამენტში მოხვედრამდე 2015 წელს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებელი იყო.

ოპოზიციიდან მას დავით მაღლაფერიძე დაუპირისპირდება, ის ხარაგაულის საკრებულოში  ერთიან ნაციონალური მოძრაობას წარმოადგენს. 

ყოფილი პრემიერის პარტიას კი ვარლამ (ტატო) თავზარაშვილი წარმოადგენს, ისკობა ლურსმანაშვილის ყოფილი მრჩეველია სპორტისა და ტურიზმის მიმართულებით, გიორგი გახარიას  გუნდს თავზარაშვილი ივლისში შეურთდა.

თავზარაშვილი 2014 წლის ადგილობრივი არჩევნების შემდეგ ხარაგაულის საკრებულოში ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარედ აირჩიეს, უფრო ადრე კი ის  მსჯავრდებული იყო თაღლითობისა და ქრთამის მიცემაში წაქეზებისთვის. ის სასჯელს 2007-2012 წლებში იხდიდა. თვითონ  აცხადებს, რომ ციხეში ცრუ ბრალდების გამო მოხვდა.  

ჭიათურაში „ქართულმა ოცნებამ“ მერობის კანდიდატად ასევე დაასახელა მოქმედი მერი, 44 წლის პროფესიით ეკონომისტი გივი მოდებაძე, რომელიც 2019 წლის 19 მაისის რიგგარეშე არჩევნებზე აირჩიეს მუნიციპალიტეტის მერად. ოპოზიციის კანდიდატი  კი სამოქალაქო აქტივისტი და საზოგადოებრივი მოძრაობა „მომავლის ჭიათურის“ თავმჯდომარე, ნოდარ ჩაჩანიძეა, მას მხარს ხუთი პარტია  - სტრატეგია აღმაშენებელი“, ევროპული საქართველო“, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „ლელო საქართველოსთვის“ და „დროა“ უჭერს.

 რაც შეეხება გიორგი გახარიას პარტიას, მან ჭიათურაში უსუპ (უტა) ბიწაძის კანდიდატურა დაასახელეს. 

საჩხერეში მერობა “ქართული ოცნების” სახელით  საჩხერის საკრებულოს თავმჯდომარეს 2017 წლიდან, ლევან ივანაშვილს სურს. 2018 წელს შევსებული დეკლარაციის მიხედვით, ივანაშვილის ოჯახი საჩხერის სოფელ ჭორვილაში 10-მდე მიწის ნაკვეთს და სახლს ფლობს. ის პროფესიით სამართლამცოდნეა, 2013-14 წლებში იყო ჭორვილის სკოლის დირექტორი, მოგვიანებით - „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ საჩხერის რაიონული ორგანიზაციის პარტიის თავმჯდომარე, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შტაბის უფროსი.

ოპოზიციიდან  საჩხერის მერობისთვის იბრძვის ირინე გრძელიშვილი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან". საჩხერეში გიორგი გახარიას პარტიას კანდიდატი არ ყავს წარდგენილი. 

 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა