|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ჯორჯიან მანგანეზის" თასის მფლობელები დღეს გამოვლინდებიან

ჭიათურის სკოლათა ოლიმპიადა "ჯორჯიან მანგანეზის" თასისთვის დასრულდა. პროექტის ორგანიზატორის მაკა შარვაძის თქმით, ოლიმპიადა მარტში დაიწყო და მასში ჭიათურის 43 სკოლის გუნდი მონაწილეობდა.

„პროექტი მარტში დაიწყო და ჭიათურის 43 სკოლის გუნდი მონაწილეობდა, ანუ მთლიანად მოიცავს მუნიციპალიტეტის ყველა საჯარო სკოლას, თუმცა პრინციპი ასეთია: სკოლას სამივე ლიგაში გამოჰყავს სამი განსხვავებული გუნდი ერთი სახელით. „ჯორჯიან მანგანეზის“ გამარჯვებული იქნება ის სკოლა, რომელიც სამივე გუნდში მიაღწევს წარმატებას, მაგრამ ჩვენს შემთხვევაში ისე მოხდა, რომ  მხოლოდ ორადორი გუნდი დაფიქსირდა, რომელსაც სამივე ლიგაში მოთამაშე ჰყავს“, - ამბობს მაკა შარვაძე.

როგორც „ჯორჯიან მანგანეზის“ სპეციალური მმართველი ნიკა ჩიქოვანი აცხადებს, პროექტს მომავალ წელსაც დააფინანსებს და ის უფრო დახვეწილი და მასშტაბური იქნება.

„ეს პროექტი უფრო ადრე, „ჯორჯიან მანგანეზში“ ჩემს მოსვლამდე დაიწყო. დავაფინანსე, რადგან ეხება განათლებას, ახალგაზრდებს, თუმცა ვთვლი, რომ უფრო მეტად კარგის და ხარისხიანის გაკეთება შეგვიძლია და ალბათ, შემდეგ პერიოდში, მომავალ წელს დაიხვეწება.

გარედან ჭიათურა შეიძლება ჩანდეს სამთამადნო რეგიონად და მადნის მწარმოებლად, თუმცა იქ ხალხი ცხოვრობს, ახალგაზრდები სწავლობენ, განათლებას იღებენ და მათთვის სწორედაც რომ მნიშვნელოვანია ასეთი ოლიმპიადის ჩატარება“-აღნიშნა ჩიქოვანმა.

პროექტის გამარჯვებულები დღეს გამოვლინდებიან. საუკეთესო მოთამაშე 300 ლარით დაჯილდოვდება, ასე დაჯილდოვდებიან სამივე ლიგის საუკეთესო სკოლის დირექტორები.  მთავარი პრიზის მფლობელი კი 2017 წლის ჩემპიონი გუნდი გახდება.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.45%
გაუარესდა - 52.94%
არ შეცვლილა - 12.61%
სულ - 119 ხმა