|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

„გამარჯვების პლატფორმის“ ლიდერებმა წყალტუბოში საქართველოსა და ევროკავშირის დროშები აღმართეს

„გამარჯვების პლატფორმის“ კამპანიის ფარგლებში ერთიანი „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა და „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარემ გიორგი ვაშაძემ, პარტიის სხვა წევრებთან ერთად, წყალტუბოში სოფელ უკანეთში საქართველოსა და ევროკავშირის დროშები აღმართეს.

მათი თქმით, გამარჯვების პლატფორმამ დაიწყო სოფლებსა და რეგიონებში მცხოვრებ მოსახლეობასთან შეხვედრები.

"მათი მიზანია, პირისპირ შევხვდეთ თითოეულ მოქალაქეს და ერთად ვისაუბროთ ადგილობრივ პრობლემებსა და მათი გადაჭრის გზებზე"-აცხადებენ ოპოზიციონერი დეპუტატები.

გამარჯვების პლატფორმის განცხადებით, ყველა სოფელში, სადაც მათი გუნდი ჩავა, სიმბოლურად აღმართავენ საქართველოსა და ევროკავშირის დროშას როგორც ევროპული, ერთიანი, ძლიერი საქართველოს სიმბოლოს.

მათი განცხადებით, დროშების აღმართვას ექნება კამპანიური სახე და იქნება კიდევ ერთი მკაფიო მესიჯი, რომ ქართველი ხალხის არჩევანი არის ევროპული მომავალი. "საქართველოს სხვადასხვა სოფელში თუ ქალაქში ევროკავშირის დროშის აღმართვა გახდება სიმბოლო იმის, რომ ხელისუფლების დაჟინებული მცდელობის მიუხედავად ქართველი ხალხი არ დაუშვებს რუსული დროშის აფრიალებას საქართველოში"- განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა. 

ავტორი: ნიუპრესი