|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ჭიათურაში, დარკვეთის მაღაროს თანამშრომლები გაიფიცნენ

მაღაროელების განცხადებით, ხელფასის ზრდასთან დაკავშირებით მათ მოთხოვნას, "ჯორჯიან მანგანეზი"  არ აკმაყოფილებს. ამის შესახებ ვიდეომიმართვაში  გაფიცული მაღაროელი აცხადებს, რომ ელიც  სხვა მაღაროებსაც სოლიდარობისკენ მოუწოდებს.

„მივაღწიეთ შეთანხმებას ყველა საკითხთან დაკავშირებით, გარდა ერთისა, რომ ვერ მოუმატებდნენ ხელფასს...ვერ შევთანხმდით ამ საკითხზე... დღეს მოვიდა ინფორმაცია, რომ თუ გვინდა, ვიმუშაოთ 12-საათიანი გრაფიკით, ოღონდ ვერ გაგვიზრდის სატარიფოს, სახელფასო ანაზღაურებას, რაც დარკვეთის მაღაროს თანამშრომლებისთვის არის კატეგორიულად მიუღებელი...ამიტომ, დარკვეთის მაღაროს თანამშრომლებმა მიიღეს გადაწყვეტილება, რომ გაიფიცონ, გაჩერდნენ," - აცხადებს  მაღაროელი თავის ვიდეომიმართვაში.

 მაღაროელების მოთხოვნა 12-საათიან სამუშაო გრაფიკზე, ე.წ. ვახტურ რეჟიმზე (თვეში 15 დღით მუშაობა, მომდევნო 15 დღით დასვენება) გადასვლა და ანაზღაურების გაზრდა იყო.

ავტორი: ნიუპრესი