ჭიათურაში საკრებულოს ფრაქციის ხუთივე წევრმა პარტია დღეს დატოვა.
„ნაციონალურ მოძრაობას“ ჭოათურაშიც ტოვებენ.
საკრებულოს ფრაქციის ხუთივე წევრმა პარტია დღეს დატოვა.
როგორც მათ ბრიფინგზე განაცხადეს, მიზეზი პარტიაში მიმდინარე პროცესები და ახალი მენეჯმენტია.
მათი განცხადებით, არსებულ პირობებში პარტიაში დარჩენა შეუძლებელია, რადგან ახალ თავმჯდომარეს მათთან 10 თვის განმავლობაში კომუნიკაცია არ ჰქონია და არც პარტიულ შეკრებებზე იწვევდნენ.
საკრებულოს დეპუტატები მანდატების დატოვებას არ აპირებენ და აცხადებენ, რომ ბრძოლა ახალი პლატფორმიდან გაგრძელდება.
ავტორი: ნიუპრესი
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა