ჭიათურის მერიასთან სოფელ ითხვისის მცხოვებლები აქციას მართავენ
ჭიათურის მერიასთან სოფელ ითხვისის მცხოვებლები აქციას მართავენ. მათი განცხადებით, მათი სახლების ქვეშ მანგანეზის მოპოვება მიმდინარეობს, რის გამოც შენობების უმეტესობა საცხოვრებლად უვარგისია, მიწები კი დამეწყრილი.
აქციის მონაწილები ხელისუფლებისგან შესაბამის კომპესაციას ითხოვენ. მათი თქმით, მერიამ მათ დახმარება აღმოუჩინათ თუმცა ეს საკმარისი არ არის. როგორც ადგილობრივები აცხადებენ, ან საცხოვრებელი სახლების შეკეთებაში დაეხმარონ, ან იმდენი თანხა გადაუხადონ, რომ საცხოვრებლით უზრუნველყოფა შეძლონ.
ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერი გივი მოდებაძე აცხადებს, რომ მოსახლეობას სახლები მეწყერის შედეგად დაუზიანდა და მათ შესაბამისი დახმარება უკვე აღმოუჩინეს.
ავტორი: ნიუპრესი