,,ქართული ოცნების" ჭიათურის მერობის კანდიდატი კაცხში, ნავარძეთსა და ჯოყოეთში მოსახლეობას შეხვდა
საარჩევნო კამპანიის ფარგლებში მორიგი შეხვედრა სოფელ კაცხში, ნავარძეთსა და ჯოყოეთში ჩავატარე. ადგილობრივებს საკუთარი კანდიდატურა წარვუდგინე.
„ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ კაცხის ადმინისტრაციულ ერთეულში ძალიან მნიშვნელოვანი სამუშაო ჩატარდა. ყველა ინფრასტრუქტურული პროექტი მათი მოთხოვნების შესაბამისად განხორციელდა. დასასრულს უახლოვდება გაზიფიცირების პროცესი. ამავდროულად, კაცხში აშენდა ტურისტული მოსაცდელი, რაც ვიზიტორებს საშუალებას აძლევს მოინახულონ ყველა მნიშვნელოვანი ტურისტული ობიექტი.
ჩემი გამარჯვების შემთხვევაში ერთ ერთი მთავარი პრიორიტეტი ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარება იქნება, რაც ხელს შეუწყობს ადგილზე ბიზნესის განვითარებასა და ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებას.
ავტორი: ნიუპრესი
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა