წითელი ბარათი მოსკოვის თეატრს-ქუთაისში აქცია-პერფორმანსი გაიმართა
არა ოკუპაციას-ქუთაისში სამოქალაქო მოძრაობა „რუსეთი ოკუპანტიას“ წევრებმა, მოქალაქეებმა და პილიტიკოსებმა აქცია გამართეს. აქციის მონაწილეებმა მესხიშვილის თეატრში მოსკოვის „ნიკიტკის კარიბჭის“ თეატრის გასტროლები გააპროტესტეს. მათი თქმით, მიუღებელია მოსკოვის თეატრის სტუმრობა, იმ ფონზე, როდესაც ქვეყნის 20% ოკუპირებულია და ოკუპაცია მიმდინარეობს.
აქციის მონაწილეებმა მოსკოვის თეატრს წითელი ბართები უჩვენეს და მათგან პოზიციის დაფიქსირება მოითხოვეს. აქცია სპექტაკლის პარალელურად გაიმართა.
"წითელი ბარათი მესხიშვილის თეატრის ხელმძღვანელობას და წითელი ბარათი მოსკოვის თეატრს. მაშინ, როდესაც ატოცში გრძელდება ოკუპაცია, დაუშვებელია, რუსუ მსახიობების ტაშ-ფანდური ქუთაისში. ჩვენ გავაპროტესტებთ ამას ყოველთვის. მოვუწოდებთ მათ, მოვიდნენ და დააფიქსირონ, რომ მათი ქვეყანა ოკუპანტია. უხერხულია ის, რაც ხდება ჩვენს ქალაქში"-განაცხადეს აქციის მონაწილეებმა.
ამასთან, ერთგვარი პროტესტი გამოხატა მსახიობების ნაწილმა. მათ სპექტაკლის დაწყების წინ მაყურებლებს ბროშურები და სტიკერები, წარწერით "რუსეთი ოკუპანტია" დაურიგეს. მათი თქმით, ამგავრად შეახსენეს მოქალაქეებს, რომ ქვეყნის ოკუპაცია გრძელდება.
მესხიშვილის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის კოტე აბაშიძის თქმით, დღეს დამეგობრებულ თეატრს მასპინძლობენ და ეს კულტურული ურთიერთობაა. მისი თქმით, მარკ როზოვსკი რუსეთის კულტურის ის წარმომადგენელია, ვინც პირველმა დაუჭირა საქართველოს მხარი 2008 წლის ომის შემდეგ.
„სწორედ მან დადგა ნოდარ დუმბაძის „მე, ბებია, ილიკო და ილარიონი“ მოსკოვში. ის ერთერთი პირველია, ვინც ხმამაღლა გამოთქვა თავისი პროტესტი ამით. ის არის ადამიანი, ვინც ყირიმის ანექსია დაგმო და საპროტესტო წერილს მოაწერა ხელი. ის არის თავისუფალი სიტყვისა და დემოკრატიისთვის მებრძოლი რუსეთში. მისი თეატრი დამეგობრებულია ჩვენს თეატრთან. რაც შეეხება სამინისტროს, ის თეატრის რეპერტუარის დაგეგმვაში არ მონაწილეობს”, - განაცხადა კოტე აბაშიძემ,
მოსკოვის „ნიკიტკის კარიბჭის“ გასტროლები ქუთაისში დღეს დაიწყო. ორი დღის მანძილზე მესხიშვილის თეატრის სცენაზე წარმოდგენილი იქნება რუსულენოვანი სპექტაკლები.
ავტორი: ნიუპრესი