იტალიიდან ჩამოსული 97 მოქალაქე წყალტუბოს ერთ-ერთ სასტუმროში მოათავსეს
წყალტუბოში, სასტუმროში იტალიიდან ჩამოსული 97 მოქალაქეა მოთავსებული. ისინი სანატორიუმში წუხელ შეიყვანეს.
დაავადებათა კონტროლის იმერეთის სამმართველოს უფორსის გოჩა გიორაგიძის თქმით, მოქალაქეებს ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომი არ აღენიშნებათ, თავს კარგად გრძნობენ.
მისივე ინფორმაციით, მათი იზოლაცია უსაფრთხოების ზომების გამო ხდება, მათ უტარდებათ პერიოდული შემოწმება და ხდება მათი ინფორმირებულობა. სასტუმროში მოთავსებულებზე დაკვირვებას სამედიცინო პერსონალი მოახდენს.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 35.48%
გაუარესდა - 52.42%
არ შეცვლილა - 12.1%
სულ - 124 ხმა

19:09
14:22
15:46
10:15
















