წყალტუბოს მაჟორიტარი დეპუტატი ცოტნე ზურაბიანი დაქორწინდა
წყალტუბოს მაჟორიტარი დეპუტატი ცოტნე ზურაბიანი დაქორწინდა, მისი რჩეული თამუნა კერძაიაა, წყვილი დაქორწინების შესახებ სოციალურ ქსელში თავად იტყობინება და ფოტოს აქვეყნებს, სადაც მეგობრები ულოცავენ.
ცოტნე ზურაბიანი სოციალურ ქსელში "რუსთავი 2"-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციასაც ეხმიანება და აღნიშნავს, რომ ამჟამად საქართველოში არ იმყოფება და ბრალდებებს ქვეყანაში დაბრუნების შემდეგ უპასუხებს.
"ახლა ვნახე პარტია ,,რუსთავი 2 “-ის სიუჟეტი, სადაც მთელი სიცრუის ნიაღვარია ჩემი და ჩემი ოჯახის წევრების წინააღმდეგ. საქართველოში არ ვიმყოფები, ამიტომ მოგვიანებით პუნქტობრივად ვუპასუხებ ყველა იმ ტყუილს, რომელიც პარტია ,,რუსთავი 2” - ის მიერ ითქვა", -აცხადებს ზურაბიანი.
შეგახსენებთ, რუსთავი 2 მიერ მომზადებული სიუჟეტის თანახმად, წყალტუბოს მაჟორიტარმა ბიუჯეტიდან გამოყოფილი გრანტით საკუთარ დედას რესტორანი გაუხსნა.
თემასთან დაკავშირებით, "ნიუპრესი" ცდილობდა დეპუტატთან დაკავშირებას, თუმცა ვერ შეძლო.
ავტორი: ნიუპრესი