სოფელ ქვიტირში ავტოსაგზაო მოძრაობის მოწესრიგების მოთხოვნით აქციას მართავენ
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ქვიტირში მცხოვრებლები საპროტესტო აქციას მართავენ. ადგილობრივები ცენტრალურ გზაზე უსაფრთხოების მიზნით ე.წ. ჭკვიანი კამერების დამონტაჟებას ითხოვენ. მათი განცხადებით, გზაზე რთული მდგომარეობაა, ავტომობილები მაღალი სიჩქარით მოძრაობენ და ხშირია ავტოსაგზო შემთხვევები.
„ცენტრალურ გზაზე ავარიების შემთხვევები გახშირდა, ყოველ კვირაში ადამიანები იღუპებიან, ბოლო შემთხვევა კი გუშინ მოხდა, შუახნის ქალბატონი გზას კვეთდა, რა დროსაც მაღალო სიჩქარით მოძრავი ავტომობილი დაეჯახა და ადგილზე გარდაიცვალა“-აცხადებენ ადგილობრივები.
მათი მთავარი მოთხოვნა, აღნიშნულ მონაკვეთზე ჭკვიანი კამერების და გზის ბარიერების დამონტაჟებაა, ადგილობრივები ხელისუფლებას რეაგირებისკენ მოუწოდებენ.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი