წყალტუბოს სანატორიუმის კარანტინში გუშინ 14 პირი შეიყვანეს
წყალტუბოში ამ დროისთვის კარანტინში 98 მოქალაქეა მოთავსებული. გუშინ სანატორიუმში 14 ადამიანი შეიყვანეს.
დაავადებათა კონტროლის იმერეთის სამმართველოს უფროსის გოჩა გიორგიძის თქმით, სანატორიუმში საავადმყოფოებსა და თვითიზოლაციაში გადაყვანილი მოქალაქეები დაბრუდნენ. მათ კორონა ვირუსზე შემოწმება ჩაუტარდათ და უარყოფოთი პასუხები დაუდგინდათ.
ამ დროისთვის საკარანტინო სივრცეში მყოფი ყველა მოქალაქის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მათ შემოწმება უტარდებათ.
გუშინ სანატორიუმში თვითიზოლაციის წესების დამრღვევი ერთი პირი შეიყვანეს. დღეს კი ერთი მოქალაქე, რომელსაც საკარანტინო ვადა დაუსრულდა, ბინაზე გადავა.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი