წყალტუბოს სანატორიუმის კარანტინში 84 მოქალაქე რჩება
წყალტუბოს სანატორიუმში არსებულ კარანტინში 84 მოქალაქე რჩება. დაავადებათა კონტროლის იმერეთის სამმართველოს უფროსის გოჩა გიორგიძის თქმით, გუშინ ტემპერატურის მატების გამო ოთხი პირი გადაიყვანეს კლინიკაში, მათ შემოწმება უტარდებათ.
ამასთან, გუშინ თვითიზოლაციის წესების დარღვევის გამო სამი პირი კარანტინში შეიყვანეს. რაც შეეხებათ სხვა მოქალაქეებს, მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, რამდენიმე მათგან სხვადასხვა სახის ჩივილი აქვს და შემოწმება უტარდებათ.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 35.48%
გაუარესდა - 52.42%
არ შეცვლილა - 12.1%
სულ - 124 ხმა

19:09
14:22
15:46
10:15
















