|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ხარაგაულში ადიდებულმა ჩხერიმელამ დამცავი ჯებირი ჩამოშალა

ხარაგაულში მოსახლეობის ნაწილს ელექტროენერგია არ მიეწოდება. მიზეზი მდინარე ჩხერიმელას ადიდებაა, რამაც ხარაგაულის აგრარული ბაზრის მიმდებარედ მდინარისაგან დამცავი კედელი ჩამოშალა და ელექტროენერგიის გადამცემ საყრდენს ბოძებს ძირი გამოუთხარა.

მომხდარის გამო ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდათ დაბა ხარაგაულში რიყისა და რკინიგზის უბნების, სოფელ ჩხერის, ჯაფაროულის და ბაზალეთის რკინიგზის მიმდებარედ მცხოვრებ მოსახლეობას.

ამ დროისათვის “ენერგო-პრო ჯორჯია“ ელექტროენერგიის აღდგენის მიზნით სამუშაოებს აწარმოებს, მათი ინფორმაციით, ელექტორენერგია დღის ბოლომდე აღდგება.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 35.48%
გაუარესდა - 52.42%
არ შეცვლილა - 12.1%
სულ - 124 ხმა