ხარაგაულში ფოთლოვანი ტყის 1500 კვ.მ. საფარი დაიწვა
ხარაგაულში საქასრიის ფოთლოვანი ტყის ქვედა საფარი იწვის.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წინასწარი ინფორმაციით, დამწვარია 1500 კვ.მ. ფართობი ტყის საფარი.
ხანძრის ჩასაქრობად ადგილზე მობილიზებულია 5 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი, 25 მეხანძრე-მაშველი და იმერეთის რეგიონის სატყეო დეპარტამენტის თანამშრომლები.
უწყების ინფორმაციით, დასახლებულ პუნქტებზე ხანძრის გავრცელების საშიშროება არ არსებობს.
მიმდინარეობს ხანძრის ქრობის სამუშაოები.
მესამე დღეა ხანძარს ებრძვიან ბაღდათის მუნიციპალიტეტშიც.
ავტორი: ნიუპრესი
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 34.85%
გაუარესდა - 53.79%
არ შეცვლილა - 11.36%
სულ - 132 ხმა



17:20
15:54
13:34
21:45
















