ხარაგაულში საპროტესტო აქცია დასრულდა
ხარაგაულში საპროტესტო აქცია დასრულდა. "ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიურომ" გაფიცულების მოთხოვნა დააკმაყოფილა. გაფიცულებსა და კომპანია "ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს" შორის მოლაპარაკება წარმატებით დასრულდა, რის შემდეგაც გაფიცულები სამუშაო პროცესს დაუბრუნდნენ.
აქცია ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ბეჟათუბანში 2 დღის წინ დაიწყო. გაფიცულები უსაფრთხოების ნორმების დაცვას და საშვებულებლო თანხის სრულად ანაზღაურებას მოითხოვდნენ.
კომპანიამ გაფიცულების მოთხოვნა დააკმაყოფილა.
მოლაპარაკებაში აქტიურად იყო ჩართული რკინიგზის პროფკავშირი.
ამ თემაზე: "დღე არ გავა, ვინმე არ დაშავდეს"- ხარაგაულში მუშები გაიფიცნენ
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი