|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ხარაგაულში, სოფელ ბეჟათუბანში სარკინიგზო გვირაბზე სამუშაო პროცესი განახლდა

ხარაგაულში, სოფელ ბეჟათუბანში სარკინიგზო გვირაბზე სამუშაო პროცესი განახლდა. რკინიგზელთა ახალი პროფკავშირის აპარატის ხელმძღვანელი პაატა ნინუა  განმარტავს, რომ სამუშაო პროცესი ორი დღის წინ აღდგა და ამ დროისთვის ჩვეულ რეჟიმში მიმდინარეობს.

რაც შეეხება გვირაბში აფეთქების შედეგად დაშავებულებს, ორი დაშავებული მკურნალობას ბინაზე აგრძელებს. მათი მდგომარეობა სტაბილურია,  მესამე  დაშავებული კი ამ დრომდე თბილისში,  საავადმყოფოში რჩება.

პროფკავშირების ინფორმაციით, კომპანიამ სარკინიგზო გვირაბის მშენებლობის უსაფრთხოებაზე დამატებითი ვალდებულებაც აიღო, ასევე დაეთანხმა დასაქმებულთა მოთხოვნებს ბიულეტენის ანაზღაურებისა და გათავისუფლების შემთხევაში კომპენსაციის მიცემაზე.

ხარაგაულის რაიონის სოფელ ბეჟათუბანში, სარკინიგზო გვირაბის მშენებლობაზე აფეთქების შედეგად, 22 იანვარს, სამი ადამიანი დაშავდა.  

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი