ხარაგაულის ნაწილს მომხდარი ინციდენტის გამო ელექტროენერგია არ მიეწოდება
უამინდობამ ხარაგაულში პრობლემები შექმნა. უხვი ნალექის გამო მდინარე ჩხერიმელამ დამცავი კედელი და საავტომობილო გზის ნაწილი ჩაანგრია, რომლის ერთი ნაწილი 2019 წლის სტიქიის შედეგად იყო დაზიანებული.
შედეგად, დაზიანებულია მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზი, რის გამოც დაბის ნაწილს და ორ სოფელს ელექტროენერგია არ მიეწოდება. ამ დროისთვის აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს.
შექმნილ სიტუაციას იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ბესიკ გოფოძე მაჟორიტარ დეპუტატ კობა ლურსმანაშვილთან ერთად ადგილზე ეცნობა. სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები ამინდის გაუმჯობესებისთანავე დაიწყება.
ავტორი: ნიუპრესი
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 35.48%
გაუარესდა - 52.42%
არ შეცვლილა - 12.1%
სულ - 124 ხმა



14:08
12:18
19:09
14:22
















