|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ხის მოჭრა 500 ლარი, ბუჩქის მორთვა 1000 ლარი"- აქცია-პერფორმანსი ქუთაისში

"ხის მოჭრა 500 ლარი, ბუჩქის მორთვა 1000 ლარი"-ამ შინაარსის აქცია-პერფორმანსი გამართა პარტია "თავისუფალი საქართველოს" ქუთაისის ორგანიზაციამ.

პარტიის თანათავმჯდომარე გოგი წულაია მისთვის დაწერილ 1000 ლარიან ჯარიმას გამოეხმაურა. მისი თქმით, ბუჩქებზე ფოტოების განთავსების გამო ჯარიმა ხელისუფლების უგუნურებაზე მიუთითებს. 

აქციას მოძრაობა "გაბედეს" აქტივისტები შეუერთდნენ.

"ქუთაისის მერმა კიდევ ერთი უგუნური გადაწყვეტილება მიიღო და გამოწერა ჯარიმა ბუჩქებზე ფოტოების დაკიდების გამო, თურმე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი ყოფილა. ვაფრთხილებთ მოსახლეობას, არ მიუახლოვდნენ ბუჩქებს, თორემ დაჯარიმდებიან. სასაცილოა, ხის მოჭრა 500 ლარი ღირს, ბუჩქზე ფოტოს დაკიდება 1000 ლარი"_განაცხადა გოგი წულაიამ.

მისი თქმით, ჯარიმის გადახდას არ აპირებს. გოგი წულაიას და "გაბედეს" წევრს ჯარიმა ბუჩქებზე ე.წ. ბიძინას სათამაშოების გამო გამოუწერეს.

მერიაში განმარტავენ, რომ ჯარიმა კულტურული მემკვიდრეობის არეალში ნივთების თვითნებურად განთავსების გამო დაიწერა, რაც ადმინისტრაციული კოდექსის 151-ე მუხლის მესანე ნაწილის დარღვევას წარმოადგენს. 

საქმესთან დაკავშირებით მოსმენა ქალაქის სასამართლოში ხვალ გაიმართება.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა