ხმაური ქუთაისის პროკურატურასთან - ჟურნალისტი შიმშილობის დაწყებით იმუქრება
ხმაური იყო ქუთაისის პროკურატურასთან. ჟურნალისტი სერგო ჩივაძე ადვოკატთან ერთად შენობაში შესვლას ცდილობს, თუმცა მათი თქმით, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევენ. ხმაური მათსა და დაცვას შორის შეხლა-შემოხლაში გადაიზარდა.
ს თქმით, მას წლების წინ ქონება წაართვეს, დაწყებულია გამოძიება, თუმცა მის საქმეში მტკიცებულებები გაქრა, რასაც ერთ-ერთ პროკურორს უკავშირებს.
საქმესთან დაკავშირებით, დაზარალებული შეხვედრაზე იყო დაბარებული, თუმცა მას შენობაში შესვლის უფელება არ მისცეს.
სერგო ჩივაძის განცხადებით, თუ მას უფლებამდაცველთან ერთად შენობაში არ შეუშვებენ, შიმშილობას დაიწყებს.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?
კი - 55.56%
არა - 44.44%
არ ვიცი - 0%
სულ - 9 ხმა