ხონში "ევროპული საქართველოს" ოფისი გაძარცვეს
ხონში "ევროპული საქართველოს" ოფისი გაძარცვეს. როგორც ოფისის ხელმძღვანელმა დავით ჭავჭანიძემ "ნიუპრესს" განუცხადა, დაკარგულია პერსონალური კომპიუტერი და ტელევიზორი.
"დილით ოფისი გაძარცვული დაგვხვდა, როგორც ჩანს, მძარცველები ფანჯრიდან შემოვიდნენ. წაღებული კომპიუტეტი, რომელშიც ორგანიზაციისათვის მნიშვნელოვანი საარჩევნო ინფორმაცია ინახებოდა, ასევე დაკარგულია ტელევიზორი", -განაცხადა დავით ჭავჭანიძემ.
ადგილზე იმყოფებოდნენ სამართალდამცველები. ფაქტთან დაკავშირებით დაწყებულია ძიება.
ავტორი: ირინა მაკარიძე
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 35.2%
გაუარესდა - 52.8%
არ შეცვლილა - 12%
სულ - 125 ხმა


14:35
13:33
22:22
















