|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ხონში სამხედრო პირი გარდაცვლილი იპოვეს

ხონში თავდაცვის სამინისტროს საკონტრაქტო სამხედრო მოსამსახურე ლ.ბ. საკუთარ საცხოვრებელ სახლში გარდაცვლილი იპოვეს.

მომხდართან დაკავშირებით ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. 

უწყების განცხადებით, საკონტრაქტო სამხედრო მოსამსახურე ლ.ბ. დაღუპვის მომენტში, 14 ნოემბერს დათხოვნით, შინ იმყოფებოდა. 

გარდაცვლილი საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების დასავლეთ სარდლობის რადიოკავშირების ცალკეული ასეულის მე-2 სარეტრანსლაციო ჯგუფის რადიოოპერატორი, 1989 წელს დაბადებული რიგით ლ.ბ.-ა.

გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტროს, ხონის რაიონულმა სამმართველომ სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს. მისივე განცხადებით, დაკრძალვის ხარჯებს უწყება დაფარავს.

ავტორი: ნიუპრესი