|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ხონში, სოფელ გოჩა ჯიხაიშში უგზოდ დარჩენილი მოსახლეობა დახმარებას ითხოვს

ხონში, სოფელ გოჩა ჯიხაიშში უხვი ნალექის დროს სანიაღვრე არხების არარსებობის გამო წყალი გზის სავალ ნაწილს ხშირად ფარავს და 30-ზე მეტი ოჯახი გადაადგილებას ვერ ახერხებს.

როგორც ადგილობრივები ყვებიან, ეს პრობლემა წლებია მოუგვარებელია და მხოლოდ დაპირებებს ისმენენ. მოსახლეობას განსაკუთრებით ზამთრის თვეების გადატანა უჭირს, ძლიერი წვიმის დროს დაზიანებული გზის გამო ტრანსპორტი უბანში ვერ შედის და ბავშვები სკოლაში ვერ დადიან.

სოფლის მოსახლეობამ ადგილობრივ მერიას წერილი გზის მოწესრიგების თხოვნით გასულ წელსაც გაუგზავნა, თუმცა უშედეგოდ.

მოსახლეობას უგზოობასთან ერთად სხვა პრობლემებიც აქვს. პრობლემას აღიარებენ ხონის მერიაში.

ხონის მუნიციპალიტეტში განაცხადეს, რომ გზის საფარის მოწყობასთან და სანიაღვრე სისტემის მოწესრიგებასთან დაკავშირებით ხელშეკრულება კონრაქტორ კომპანიასთან უკვე გაფორმებულია და სოფელი ჯიხაიშში გზის სამუშაოები მარტიდან დაიწყება.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 55.56%
არა - 44.44%
არ ვიცი - 0%
სულ - 9 ხმა