|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ხვალიდან აღვადგენთ სავარჯიშო პროცესებს " - მიხეილ აშვეთია

 საფეხბურთო კლუბ „ტორპედოში“  გამართულ ბრიფინგზე ახალმა მფლობელმა კლუბის მწვრთნელი წარადგინა. ქუთაისის  საფეხბურთო კლუბ "ტორპედოს"  მიხეილ აშვეთია უხელმძღვანელებს. მისი თქმით, სამუშაო პროცესები ხვალიდან აქტიურად დაიწყება.

„ამჟამად მიმდინარეობს მოლაპარაკება ფეხბურთელებთან. უახლოეს ორ-სამ დღეში გვეცოდინება, ვის ჩამოვიყვანთ. უკვე ხვალიდან აღვადგენთ სავარჯიშო პროცესებს და ფეხბურთელებს ეტაპობრივად შემოვიმატებთ. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ევროპის ლიგაზე ღირსეულად წარვსდგეთ“ , - განაცხადა მიხეილ აშვეთიამ.

შეხვედრაზე კლუბის ახალმა მწვრთნელმა განაცხადა, რომ "ტორპედოს" დაფინანსება ხელისუფლების დახმარებით მოხერხდა, რისთვისაც მადლობა გადაიხადა.

 

 

 

ავტორი: ანა ლიპარიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 55.56%
არა - 44.44%
არ ვიცი - 0%
სულ - 9 ხმა