„ყვითელი ჟილეტების“ აქციები ქართველი ფოტოჟურნალისტის ობიექტივში [PHOTO]
საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში მოძრაობა „ყვითელი ჟილეტების“ აქციების ამსახველ ფოტოებს ქართველი ფოტოჟურნალისტი ეკა ლელაძე ავრცელებს.
ეს „ყვითელი ჟილეტების“ რიგით მეათე აქციაა, რომელიც პარიზში და საფრანგეთის სხვა ქალაქებში ყოველ შაბათს ტარდება. აღსანიშნავია, რომ აქციები ხშირად არეულობითა და პოლიციასთან დაპირისპირებით სრულდება.
ფრანგული მედიის ინფორმაციით, საფრანგეთის დედაქალაქში დღევანდელი საპროტესტო აქციის უსაფრთხოებას ხუთი ათასი პოლიციელი უზრუნველყოფს, გარდა ამისა, გამოყოფილია რვა ჯავშანმანქანა და სწრაფი რეაგირების რაზმი.
„ყვითელი ჟილეტების“ მასშტაბური საპროტესტო აქციები საფრანგეთში გასული წლის 17 ნოემბერს საწვავზე გადასახადის გაზრდის გაუქმების მოთხოვნით დაიწყო. შემდგომში აქციის მონაწილეები ემანუელ მაკრონის სოციალურ პოლიტიკას აპროტესტებდნენ.
ავტორი: ნიუპრესი