|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ვნახე ერთმანეთზე ასე მზრუნველი ქართველები"

 თეატრმცოდნე და ტელეწამყვანი  ნიკოლოზ წულუკიძე თურქეთში მომხდარი გადატრიალების მცდელობის დროს  „ათათურქის“ აეროპორტში იმყოფებოდა. წულუკიძე  სოციალურ ქსელში იმ დეტალებს იხსენებს, რაც იმ დროისთვის აეროპორტში ხდებოდა.  თეატრმცოდნე ამსტერდამიდან საქართველოში ბრუნდებოდა, როგორც თავად ყვება პირველად ავტოკატასტროფას გადაურჩა, შემდეგ კი 30 საათიანი ბრძოლა დაიწყო გადარჩენისთვის. აი, რას წერს ის თავის ფეიბუკ გვერდზე:

  „ბედნიერი დასვენების შემდეგ მე და თეკა ამსტერდამიდან საქართველოში ვბრუნდებოდით. თურქეთში ჩაფრენამდე ერთი საათით ადრე მოვხვდით საშინელ ტურბულენტურ ზონაში, რის გამოც თვითფრინავი მოწყდა და 17 მეტრი იფრინა დედამიწის მიმართულებით. სალონში ატყდა პანიკა, რამდენიმე ადამიანს წაუვიდა გული და ჩაცვივდნენ ურთულეს მდგომარეობაში. რომ არა "ატლასგლობალის" საოცრად გამოცდილი პილოტი, ავიაკატასტროფა გარდაუალი იყო. როგორც იქნა, დავმშვიდდით და გავაგრძელეთ ბედნიერი ცხოვრება…  ათათურქის აეროპორტში აფრენისას კი გამოგვიცხადეს, რომ ქვეყანაში გადატრიალების მცდელობაა და ვერ გავფრინდებითო. ჩამოგვსვეს თვითმფრინავიდან და … დაიწყო 30 საათიანი ბრძოლა გადარჩენისთს. აეროპორტში უკვე დაგვხვდნენ სამხედრო გადატრიალების მომხრეები იარაღით ერდოღანის დასაპატიმრებლად, ამასობაში ტერიტორიაზე შემოვიდა დაახლოებით 10 000 მოქალაქე პრემიერ ერდოღანის მომხრე და დაიწყო საშინელი დაძაბულობა. ათათურქის აეროპორტში ყველა თანამშრომელი და დაცვის წარმომადგენელი ერთ წუთში გაქრა, სანგარში ჩავიდნენ და დავრჩით ასე, სიკვდილის პირისპირ: სამი მძიმე ონკოლოგიური პაციენტით, 6 მცირეწლოვანი ბავშვით და სამოცდაათი ქართველით, რამდენიმე წუთში ატყდა პანიკა და ხალხმა გაურკვეველი მიმართულებით დაიწყო სირბილი… მოკლედ, რომ არა "ატლასგლობალის" და საქართველოს საკონსულოს განსაკუთრებული მხარდაჭერა, კაცმა არ იცის, ეს ამბავი როგორ დამთავრდებოდა. მიუხედავად ყველაფრისა, ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ვნახე ერთმანეთზე ასე მზრუნველი ქართველები!!! ალბათ უბედურებაა საჭირო, რომ გვიყვარდეს და ვუფრთხილდებოდეთ ერთმანეთს“,– წერს წულუკიძე.

 

ავტორი: ანი ლიპარიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.62%
გაუარესდა - 53.45%
არ შეცვლილა - 12.93%
სულ - 116 ხმა