ზესტაფონი-ქუთაისის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა
ზესტაფონი-ქუთაისის გზაზე, თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ნახშირღელესთან „ფორდის“ მარკის მიკროავტობუსი „ოპელის“ მარკის მსუბუქ ავტომობილს შეეჯახა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორივე მძღოლი დაშავდა. ისინი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების სამსახურმა კლინიკაში გადაიყვანა.
შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო.
ავტორი: ნიუპრესი
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 35.11%
გაუარესდა - 53.44%
არ შეცვლილა - 11.45%
სულ - 131 ხმა



17:20
15:54
13:34
21:45
















