|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ზესტაფონში ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით 1 პირი დააკავეს

შსს-ს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ზესტაფონის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1990 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი გ.გ. ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

შსს–ს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა, დაკავებულის საცხოვრებელ სახლში მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, მაკაროვის სისტემის ცეცხლსასროლი პისტოლეტი, 13 საბრძოლო ვაზნა, გადაჭრილი ორლულიანი სანადირო თოფი - ე.წ. „აბრეზი“ და მცირეკალიბრიანი თვითნაკეთი რევოლვერი ნივთმტკიცებად ამოიღეს.

გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს.

ავტორი: ნიუპრესი