ზესტაფონში კორპუსის ქვეშ ავტობანის გვირაბი გაჰყავთ - მოსახლეობამ აქცია გამართა
გვესმის რომ კარგი საქმე კეთდება, მაგრამ არ გვინდა რომ ჩვენი უსაფრთოების ხარჯზე მოხდეს, - აცხადებენ ზესტაფონის ერთ-ერთი კორპუსის მცხოვრებლები, რომელთა საცხოვრებელი კორპუსის ქვემოთ ავტობანის გვირაბი გადის.
კორპუსის მცხოვრებლებმა აქცია გამართეს და ხელისუფლებას სათანადო ყურადღების გამოჩენისკენ მოუწოდეს.
მათი თქმით, არსებობს სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნა, რომ კორპუსი ავარიულ მდგომარეობაშია, თუმცა მოსახლეობას პასუხობენ, რომ ეს არ არის ავტობანის მშენებლობის შედეგად მიყენებული ზიანი.
"მოსახლეობა აღმოვჩნდით ავტობანის გვირაბის თავზე, გვარწმუნებდნენ რომ ეს მშენებლობა არ შეეხებოდა ჩვენს კორპუსს, მაგრამ ფაქტები სხვაა, კორპუსი იშლება, დღითი-დღე ბზარები იმატებს, გამორიცხული არაა, რომ კორპუსი ერთ მშვენიერ დღეს ჩამოიშალოს", - აცხადებენ ადგილობრივები
ავტორი: