"ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას მემორიალი 2016" დაიწყო
12 იანვარს, 12 საათზე ქ.ქუთაისის სპორტის სასახლეში სტარტს აიღებს საკალათბურთო ტურნირი ,,ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას მემორიალი 2016", სადაც მონაწილეობას სუპერლიგის 7, ხოლო პირველი ლიგის 1 გუნდი მიიღებს: ქუთაისი, აკადემია, წყალტუბო, ოლიმპი, სოხუმი, ბათუმი, მგზავრები, რუსთავი.
ტურნირი ჯგუფური სისტემით გაიმართება და 16 იანვარს ფინალში ჯგუფის გამარჯვებულები დაუპირისპირდებიან. აღნიშნული ტურნირი ქუთაისში პირველად იმართება.
ავტორი: ნიუპრესი
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა