|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

1 წლის განმავლობაში მიწა საკუთრებაში 200 000 მოქალაქეს დაურეგისტრირდა

მიწის რეგისტრაციის სახელმწიფო რეფორმის ფარგლებში, 1 წლის განმავლობაში 200 000 -ზე მეტმა მოქალაქემ მიწა საკუთრებაში დაირეგისტრირა- ინფორმაციას საჯარო რეესტრი ავრცელებს.

მიწის რეგისტრაციის სახელმწიფო რეფორმა 2016 წლის 1 აგვისტოს დაიწყო. 90-იანი წლებისშემდეგ ქვეყანაში არსებული მიწის ნაკვეთების მხოლოდ 25%-მდე იყო რეგისტრირებული.

ამჟამად, საკუთრების აღიარებისთვის შესაბამის კომისიაში 16 ათასზე მეტი განცხადებაა გაგზავნილი, 8 000 მოქალაქის განცხადება შესწავლისა და განხილვის პროცესშია, 72 000-მდე განცხადებაზე კი საჯარო რეესტრი, მოქალაქის ნაცვალად უფლების დამდგენ დოკუმენტაციას სხვადასხვა უწყებაში თავად იძიებს.

სახელმწიფო მესაკუთრეებს დავების მოგვარებაშიც ეხმარება.

რეფორმის ფარგლებში საჯარო რეესტრმა მოქალაქეებს ნოტარიუსთან უფასო მედიაცია თავად დაუნიშნა, რის შედეგადაც 333 კომპლექსური საქმე მორიგებით დასრულდა და მოქალაქეებმა მეზობელთან ხანგრძლივი დავის შემდეგ მიწები მარტივად დაირეგისტრირეს. სანოტარო მედიაცია დავების მოგვარების ალტერნატიული, სწრაფი, იაფი მეთოდია და მოქალაქეებს წარმოქმნილი დავების მარტივად, სასამართლოს გარეშე მოგვარებას სთავაზობს.

რეფორმის ფარგლებში მოქმედებს ფაქტების კონსტატაციაც და იმ შემთხვევაში, როდესაც საკუთრებისუფლების დამდგენი დოკუმენტით მიწის ნაკვეთის მდებარეობა, საზღვრები, მახასიათებლები და ა.შ. არ დგინდება, ან სადავო სიტუაცია ჩნდება, საჯარო რეესტრი ფაქტების დასაზუსტებლად აღსრულების ეროვნულბიუროს თავად მიმართავს და პროცესში ამ უწყების წარმომადგენელს რთავს. მომსახურება უფასოა დაპროექტის ფარგლებში ამ სერვისით უკვე 1200-ზე მეტმა მოქალაქემ ისარგებლა.

ამას გარდა, რეფორმის ფარგლებში საქართველოს მთავრობამ შეიმუშავა აზომვითი ნახაზის ახალი სტანდარტი და 1 სექტემბრიდან განხორციელებული ყველა ნახაზი ამ სტანდარტის შესაბამისად სრულდება. გაიმიჯნა პასუხისმგებლობა ამზომველსა და მოქალაქეს შორის. კერძოდ, უძრავი ნივთის ადგილმდებარეობასა და საზღვრის იდენტიფიცირებაზე პასუხისმგებელია მესაკუთრე, ხოლო აზომვითი სამუშაოების სრულყოფილად შესრულებასა და ნახაზის სისწორეზე − ამზომველი.

აზომვითი ნახაზის საფასურის ანაზღაურების ახალი წესი განისაზღვრა საქართველოს ეკონომიკისა დამდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანებით, რაც მიმდინარე რეფორმის წარმატების ერთ-ერთი ქვაკუთხედია. რეფორმის დაწყებიდან დღემდე სახელმწიფომ 98 873 აზომვითი ნახაზის საფასური აანაზღაურა.

აღსანიშნავია, რომ ელექტრონული პროგრამა, რომელიც საჯარო რეესტრის ოფიციალურ ვებგვერდზეა(წწწ.ნაპრ.გოვ.გე) განთავსებული, ნებისმიერ დაინტერესებულ პირს საშუალებას აძლევს, მიწის რეგისტრაციის რეფორმის შესახებ სტატისტიკურ მონაცემებს გაეცნოს (მიღებული განცხადებებისაქართველოს მასშტაბით და მუნიციპალიტეტების მიხედვით, წარმატებით დასრულებული რეგისტრაციები, სხვა უწყებებში საბუთების მოძიებისათვის გადაგზავნილი მოთხოვნები და სხვ.).

რეფორმის წარმატებით განხორციელებაში განსაკუთრებულ როლს ასრულებს საინფორმაციო მომსახურება. დაინტერესებულ პირებს ინფორმაციის მიღება ადგილზე მისვლის გარეშე, იუსტიციის სახლის ცხელ ხაზზე (2 405 405) შეუძლიათ. პირველი აგვისტოს შემდეგ იუსტიციის სახლის ცხელ ხაზზე პროექტის შესახებ ინფორმაცია უკვე 61 000-ზე მეტ მოქალაქეს მიეწოდა. Fაცებოოკ-ის პირადი შეტყობინების სერვისით 6 000-ზემეტმა მოქალაქემ ისარგებლა, ელექტრონული ფოსტის − მომსახურებით კი − 5000-ზემეტმა მოქალაქემ.

მიწის რესგისტრაციის სახელმწიფო რეფორმა 2018 წლის 1 ივლისამდე გრძელდება. მოქალაქეებს შეუძლიათ მიმართონ იუსტიციის სახლებს, საჯარო რეესტრის ტერიტორიულ სამსახურებსა და საზოგადოებრივცენტრებს.

დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ცხელ ხაზზე: 2 405 405, საჯარო რეესტრის Fაცებოოკ-ისოფიციალურ გვერდზე ან ელექტრონული ფოსტით ინფო@ნაპრ.გოვ.გე.

როგორც ცნობილია, იუსტიციის სამინისტროს ინციატივით 2016 წლის 1 აგვისტოდან მიწის რეგისტრაციის სახელმწიფო რეფორმა დაიწყო. რეფორმის მიზანი იმ სირთულეების აღმოფხვრაა, რომელთაც მიწის ნაკვეთების მფლობელები ქონების რეგისტრაციის პროცესში აწყდებიან. კანონის თანახმად, მიწის ნაკვეთების რეგისტრაციის პროცედურა გამარტივდა, მოიხსნა ბარიერები რომლებიც მესაკუთრეს ექმნებოდა, ხოლო რეგისტრაციის პროცედურა წახალისდა.

 

უფასო სერვისები, რომლებიც მიწის რეგისტრაციის რეფორმის ფარგლებში მოქმედებს

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა