|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

22 ოქტომბერს "თეთრ ხიდთან" "შემოდგომის ქუთაისი" გალაკონცერტით დაიხურება

22 ოქტომბერს "თეთრს ხიდთან" გალაკონცერტი გაიმართება - ამის შესახებ ინფორმაციას ქუთაისის მერიის კულტურის ააიპი ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ქალაქში 11 ოქტომბრიდან "შემოდგომის ქუთაისი" აღინიშნება. ღონისძიება წელს პირველად იმართება და ის ქალაქში მუნიციპალიტეტების მიხედვით ტარდება. როგორც მერიის ააიპში კულტურიულ დაწესებულებათა გაერთიანებაში აცხადებენ, "შემოდგომის ქუთაისი" ტრადიციული გახდება. 

"წელს პირველად აღინიშნება “შემოდგომის ქუთაისი 2018“ წელს პირველად გაიმართა და მსგავსი ფორმატით ყოველ წელიწადს ჩატარდება, სადაც ქუთაისის სკოლები და ბაღები საკუთარი შემოქმედებითი რესურსით ქალაქის წინაშე წარსდგებიან.  შემოდგომის დღესასწაული ქუთაისში 11 ოქტომბერს გაიხსნა და 22 ოქტომბერს, ქალაქ– მუზეუმის ტერიტორიაზე თეთრ ხიდთან, გალა–კონცერტით დაიხურება"- აცხადებენ მერიის ააიპში. 

13 ოქტომბერს მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულში გამართულ ღონისძიებაზე საჯარო სკოლებისა და ბაგა–ბაღების მონაწილეობით გამართულ კონცერტში მონაწილეობა ჯგუფ „სამი ზნეს“ სოლისტმა, ქეთი თურქაძემ მიიღო. პარალელურად გაიმართა საშემოდგომო კუთხეები, სახვითი ნამუშევრების და ხელნაკეთობების  გამოფენები. 

ღონისძიების მსვლელობისას, მუხნარის ადმინისტრაციული ერთეულის ხელმძღვანელობამ, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სკოლებისა და ბაღების ღვაწლმოსილი თანამშრომლები დააჯილდოვა.  

ააიპის ინფორმაციით,  დღესასწაულების განრიგი მუცნიციპალიტეტების მიხედვით ასეთია: 11.10 - გამარჯვების ადმინისტრაციული ერთეული,  12.10 - ვაკისუბნის ადმინისტრაციული ერთეული,  13.10 - მუხნარის ადმინისტრაციული ერთეული,  14.10 - საფიჩხიის ადმინისტრაციული ერთეული, 15.10 - სულხან-საბას ადმინისტრაციული ერთეული,  16.10 - ნიკეას ადმინისტრაციული ერთეული,  17.10 - კახიანოურის ადმინისტრაციული ერთეული,  18.10 - ავტოქარხნის ადმინისტრაციული ერთეული,  19.10 - უქიმერიონის ადმინისტრაციული ერთეული,  21.10 - ძელქვიანის ადმინისტრაციული ერთეული,  22.10 - ქალაქ-მუზეუმის ადმინისტრაციული ერთეული.

 შეგახსენებთ, "თეთრ ხიდზე" ამ დროისათვის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. როგორც ქუთაისის მერიაში აცხადებენ,  ხიდის გახსნას ოქტომბრის ბოლოს გეგმავენ.  უცნობია, ამ დროისათვის მოხდება თუ არა ხიდის გახსნა.

ავტორი: ნიუპრესი