|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის მერობის კანდიდატმა აკაკი ლოლომაძემ კანდიდატურა მოხსნა

"ქართველ ტრადიციონალისტთა კავშირის" წარმომადგენელმა აკაკი ლოლომაძემ, რომელიც ქუთაისის მერობისთვის იბრძოდა, კანდიდატურა მოხსნა. მან მხარი "პატრიოტთა ალიანსის" ქუთაისის მერობის კანდიდატს გრიგოლ ბახტაძეს დაუჭირა. ლოლომაძის თქმით,  ის ერთადერთი კანდიდატია, რომელიც შეძლებს იყოს ქალაქის კარგი მერი. 

"ქუთაისის მერის პოზიციისთვის ბრძოლისკენ თბილისიდან მომიწოდეს, თუმცა ახლა მივიღე გადაწყვეტილება, რომ კანდიდატურა მოვიხსნა და მხარი გრიგოლ ბახტაძეს დავუჭირო. იგი ერთადერთი ადამიანია, რომელიც შეძლებს იყო ქალაქის კარგი მერი. მოვუწოდებ ყველას,  ვინც ჩემთვის ხმის მოცემას აპირებდა, მხარი გრიგოლ ბახტაძეს დაუჭირონ",-განაცხადა ლოლომაძემ.

შეგახსენებთ, რომ ქუთაისში არჩევნებს მერობის კიდევ ერთი კანდიდატი გოგიტა გოგელაშვილი რამდენიმე დღის წინ გამოეთიშა.

ამ დროისათვის ქუთაისის მერობისათვის ბრძოლას 8 კანდიდატი აგრძელებს.

ავტორი: ხატია ბანძელაძე