"არ შეიძლება შულერების მაგიდას მიუჯდე კარტის სათამაშოდ"
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ვანი-ხონის არჩევნების შედეგებს ეხმიანება.
"მე გამახარებდა გიგი უგულავას ვანი-ხონის არჩევნებში გამარჯვება, მაგრამ ამის 1% შანსიც კი არ არსებობდა. არ შეიძლება შულერების მაგიდას მიუჯდე კარტის სათამაშოდ. ჩვენ მთავარ შულერს ეს მაგიდა უნდა ავუყირავოთ!
სწორი ის იქნება, გიგიც და მისი თანაპარტიელებიც თუ შემოგვიერთდებიან შულერების ხელისუფლებიდან განდევნაში" - წერს სააკაშვილი.
ვანისა და ხონის 60-ვე უბნის წინასწარი მონაცემები ცნობილია. არჩევნებში ხმების უმრავლესობა „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ კანდიდატმა გივი ჭიჭინაძემ მოიპოვა, მას ხმების 57.86% აქვს, გიგი უგულავამ კი 38,38% მოიპოვა.
ავტორი: ნიუპრესი