|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ავარიის შედეგად დაშავებული მორაგბეების და მათი მეუღლეების მდგომარეობა მძიმეა

კვლავ მძიმეა გუშინ ქუთაისი-სამტრედიის გზაზე  მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებული მორაგბეების და მათი მეუღლეების მდგომარეობა.  სერიოზული დაზიანება  აქვს მიღებული გიორგი ლომინაძეს, რომელიც რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.  "გიორგი ლომინაძეს სერიოზული დაზიანება აქვს მიღებული. აღენიშნება ორივე ბარძაყისა და წვივის ძვლების მოტეხილობა, ტრავმული შოკი, ქალა-ტვინის დახურული ტრავმა, სისხლის დიდი ოდენობით დანაკარგი, უტარდება ფილტვის ხელოვნური ვენტილაცია. მოთავსებულია რეანიმაციულ განყოფილებაში. მდგომარეობა სერიოზულია, მაგრამ უტარდება შესაბამისი მკურნალობა. ექიმები ყველაფერს აკეთებენ, რომ ის გადარჩეს და დაუბრუნდეს ნორმალურ ცხოვრებას“, - განაცხადა ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის ცენტრის მიმღების ექიმმა, დავით წულაიამ.

 ექიმების განცხადებით, მერაბ კვირიკაშვილის  მძიმე არ არის, ის ინტენსიური მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება, თუმცა "უკიდურესად მძიმეა" მერაბ კვირიკაშვილის მეუღლის, ანანო ბუაძის მდგომარეობა.


ავტოავარია გუშინ სამტრედია-ქუთაისის გზაზე  მოხდა, რომელსაც  სამი ადამიანის სიცოცხლეც ემსხვერპლა, მათ შორის ორი ახალგაზრდა ცოლ-ქმარია.

ავტორი: ნიუპრესი