ბიუროს უფროსის პოსტიდან წასვლა პოლიტიკურ შეხედულებებს არ უკავშირდება-კობა ნარჩემაშვილი
ჩემი სამაჟორიტარო ბიუროს უფროსის პოსტიდან ალეკო ახალაძის წასვლა მის პოლიტიკურ შეხედულებებს არ უკავშირდება- აცხადებს ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატი კობა ნარჩემაშვილი. როგორც მან "ნიუპრესთან" საუბარში აღნიშნა, ალეკო ახალაძემ პოსტი საკუთარი სურვილით დატოვა.
"პოსტი მისი თხოვნით, დაახლოებით, სამი კვირის წინ დატოვა. მაჟორიტარის ბიურო პოლიტიკურ საქმიანობას არ უკავშირდება, ეს არის მოსახლეობასთან ურთიერთობისთვის. მის პოლიტიკურ მოსაზრებებსა და შეხედულებებზე არ ყოფილა საუბარი და მისი ხელმძღვანელის პოსტიდან წასვლა ამ საკითხს არ უკავშირდება", -განაცხადა კობა ნარჩემაშვილმა.
მისი თქმით, ბიუროს ხელმძღვანელად მანუჩარ ქობულაძე დაინიშნა, რომელიც ამ დრომდე ბიუროში მუშაობდა.
შეგახსენებთ, ალეკო ახალაძე ბიუროს 2016 წლიდან ხელმძღვანელობდა, მათ ახლო ნათესაობა აკავშირებთ. კობა ნარჩემაშვილმა საპარლამენტო უმრავლესობა 2019 წლის მარტში დატოვა, ალეკო ახალაძე კი ქუთაისის საკრებულოს უმრავლესობის წევრი და "ქართული ოცნების" აქტიური მხარდამჭერია.
ავტორი: ნიუპრესი