"გაცილებით დაბალი მაჩვენებელია გასულ წლის არჩევნებთან შედარებით. დაბალი აქტივობა იყო ქუთაისში," - განაცხადა ქუთაისის #59 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, ავთანდილ ოსეფაიშვილმა.
"ვინც ჩვენთან მოვიდა, მარკირება ხელისგულზე დაუფიქსირდათ და როგორც ისინი განმარტავენ, უბანში შესვლამდე ხელი ჩამოართვეს გარეთ მყოფ პირებს. ამიტომ, მოვუწოდებ ამომრჩევლებს, არავის ჩამოართვან ხელი," - განმარტავს ავთანდილ ოსეფაიშვილი.
"31%-ს გადააჭარბა ამომრჩეველთა რაოდენობამ, რაც იმას ნიშნავს, რომ არჩევნები შედგა, თუმცა აქტივობა დაბალია" - განაცხადა ქუთაისის #59 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, ავთანდილ ოსეფაიშვილმა.
გია თევდორაძის თქმით, ქუთაისის 29–ე, 35–ე, მე–40, 98–ე, 87–ე, 88–ე, 107–ე და 108–ე საარჩევნო უბნებზე დაფიქსირდა მარკირებაგავლილი ამომრჩევლების ხელმეორედ მიყვანა.
მეუფემ მრევლს მიმართა ყველამ მოიხადოს საკუთარი მოქალაქეობრივი ვალი დღევანდელ არჩევნებზე წასვლით და მათ არჩევნებში მონაწილეობისკენ მოუწოდა, რათა მათი წილი ხმები არავინ მიითვისოს.
დამკვირვებლის თქმით, ტერიტორიაზე მყოფი ახალგაზრდები, რომლებიც ფლაერებს არიგებდნენ, #60 უბანზე "ქართული ოცნების" კომისიის წევრის სკოლის მოსწავლეები არიან.