|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ჩვენი მიზანია, ხელი შევუწყოთ სოფლის მეურნეობის განვითარებას, რაც ეკონომიკასაც გააძლიერებს"(R)

 „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ვანისა და ხონის  გაერთიანებული ოლქის მაჟორიტარი  დეპუტატობის კანდიდატი  გრიგოლ ლილუაშვილმა წინასაარჩევნო შეხვედრები ხონის  მუნიციპალიტეტის  სოფლებში  გამართა. კანდიდატმა ქუტირის, გვაზაურის, გოჩა ჯიხაიშისა და პატარა ჯიხაიშის  მოსახლეობასთან "ქართული ოცნების" უკვე შესრულებულ  პროექტებსა და  სამომავლო გეგმებზე  ისაუბრა. შეხვედრაზე ადგილობრივებმა  პასუხი იმ კითხვებზეც  მიიღეს, რომელიც  მათი ინტერესის სფეროს  წარმოადგენდა. მოსახლეობამ  განსაკუთრებული  ყურადღება ხვნა-თესვის პროგრამაზე  გაამახვილა, მათი  სურვილია სახელმწიფომ პროექტი არ შეაჩეროს და  აღნიშნული  სერვისით  მომავალშიც ისარგებლონ.

-„ოთხი წლის  მანძილზე  "ქართული ოცნების"  ხელისუფლებამ რამდენიმე ისეთი პროექტი  განახორციელა, რომელიც მოსახლეობაზე  იყო  ორიენტირებული: სასოფლო სამეურნეო  პროგრამები, საყოველთაო ჯანდაცვა და უფასო  სახელმძღვანელოები, ეს  ის პროგრამებია, რომელიც  სახელმწიფომ საკუთარ თავზე აიღო. ჩვენი მიზანია ხელი შევუწყოთ  ქვეყანაში  სოფლის  მეურნეობის განვითარებას  რაც თავისთავად ქვეყნის  ეკონომიკას გააძლიერებს,  ყველა პროექტი  რომელიც  ხალხის  სასიკეთოდაა შექმნილი  გაგრძელდება და კიდევ უფრო  დაიხვეწება“, - განაცხადა „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს“ ვანისა და ხონის მაჟორიტარი  დეპუტატობის კანდიდატმა  გრიგოლ ლილუაშვილმა.

ავტორი: ნიუპრესი