|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ჩვეულებრივი მოქალაქე პოსტერს არ დაბეჭდავდა"

ბოლო დღეებში „ნაციონალური მოძრაობის“ საწინააღმდეგო მიმართულ აქციებზე კომენტარი "თავისუფალი საქართველოს" იმერეთის ორგანიზაციის ხელმღვანელმა გოგი წულაიამ გააკეთა.

„ხელისუფლება „ნაციონალურ მოძრაობას“ ამ ფორმით ებრძვის. ჩვეულებრივი, გაბრაზებული მოქალაქე არ წავიდოდა და პოსტერებს არ დაბეჭდავდა. პოსტერს დაბეჭდავს ისეთი ადამიანი, ვისაც აქვს ფული და  ამის გაკეთება ხელეწიფება. ეს მეთოდი, ებრძოლო ვიღაცას და შენ იყო ვითომ განზე, არის დამღუპველი. თუ "ნაციონალებს" ებრძვიან, ჯობია, ეს სამართლებრივად გააკეთონ“,- განაცხადა წულაიამ.

მისივე თქმით,  ეს ორი ძალა წინასაარჩევნოდ  ერთმანეთსა აძლიერებს:  „ორი პარტია ჩანს ახლა მარტო პოლიტიკურ ასპარეზზე, ასე ჩაგვატარებინებენ არჩევნებს. მესამე ძალა  თუ არის ამ ქვეყანაში, ეს აღარავის აინტერესებს",- ამის შესხებ გოგი წულაიამ "ნიუპრესს" განუცხადა.

ავტორი: ხატია ბანძელაძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა