დაგვიბრუნეთ ნატალია მასწავლებელი - მოსწავლეების აქცია ქუთაისის 36-ე სკოლაში
ქუთაისში 36-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებმა და მათმა მშობლებმა სამსახურიდან გათავისუფლებული მასწავლებლის ნატალია თურქაძის უკან დაბრუნების მოთხოვნით აქცია გამართეს.
„აღადგინეთ სამართალი, დაგვიბრუნეთ ნატალია მასწავლებელი“ - სკანდირებდნენ სკოლის მოსწავლეები.
მშობელთა ნაწილი ნატალია თურქაძის გათავისუფლებას უსამართლობად მიიჩნევს, მათი თქმით, ნატალია თურქაძეს იტალიაში მოგზაურობის საგზური სკოლის კურდამთავრებულებმა მას შემდეგ აჩუქეს, რაც სკოლა უკვე დაასრულეს და ეს საჩუქარი მათ ნიშნებზე გავლენას ვერ მოახდენდა.
ნატალია თურქაძის სამსახურში აღდგენის მოთხოვნით მისი მხარდამჭერები ხელმოწერებსაც აგროვებენ, რომ ამ მოთხოვნით განათლების მინისტრს მიმართონ.
ავტორი:




15:05
10:01
19:51
15:53
17:19
















