|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

დავით ჩერქეზიშვილი - ტყიბულში უნდა შევქმნათ სამაგალითო ადმინისტრირება, როგორ უნდა ვემსახუროთ ხალხს

ტყიბულში უნდა შევქმნათ სამაგალითო ადმინისტრირება, როგორ უნდა ვემსახუროთ ხალხს, როგორი უნდა იყოს  მართვის პროცესი. ის დიდი მხარდაჭერა, რომელიც ხელისუფლებიგან გვაქვს, უნდა იყოს სწრაფად რეალიზებული, ამასთან ერთად, მივიღოთ სწრაფი განვითარება. ტყიბული იმსახურებს პროგრესს და მიიღებს პროგრესს - განაცხადა „ქართული ოცნების“ ტყიბულის მერობის კანდიდატმა დავით ჩერქეზიშვილმა წარდგენაზე.

მერობის კანდიდატმა მადლობა გადაუხადა „ქართულ ოცნებას“ გამოცხადებული ნდობისთვის, რომ  მიეცა შესაძლებლობა ემსახუროს ქალაქს, რომლის განვითარება უმნიშვნელოვანესია.

„გამოცხადებულ ნდობაზე მნიშვნელოვანი, ნდობის  გამართლებაა. მით უფრო მაშინ, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ქალაქზე, რომელიც ჩემთვის ძვირფასია. თაობები, რომლებიც ქმნიდნენ ჩვენი ქალაქის ჭეშმარიტ სახეს, იყვნენ დიდი გულების,  მაღალი შეგნების და ძალიან დაფასებული ადამიანები. ამ დიდი თაობის წარმომადგენლები დღესაც დააბიჯებენ ჩვენს ქალაქში, რამდენიმე მათგანი ესწრება ღონისძიებას. მინდა თქვენთან ერთად პატივი ვცეთ და მივესალმოთ მათ. პრემიერი ბრძანდებოდა ჩვენს შეხვედრამდე მეშახტეებთან, ორიოდე დღის წინ  მეშახტის დღე იყო, მინდა შევუერთდე მილოცვებს და თქვენთან ერთად მივულოცო ჩვენს მეშახტეებს, ვუსურვო კეთილი, ბედნიერი, უსაფრთხო მომავალი.

ტყიბულის ქვანახშირის საბადო, ისტორიულად ერთ-ერთი უძველესია მსოფლიოში. დღეს ის  176-ე წელს ითვლის. ჩემი ოჯახი ტყიბულის დაარსებიდან ამ ქალაქის მკვიდრია და შესაბამისად, ჩემთვის ეს  ფასეულობა უზარმაზარია.  ხალხი, რომელიც  ჩემთან ერთად  ცხოვრობდა, ცხოვრობს, ჩემს მშობლებთან, ოჯახის წევრებთან, წინაპრებთან, აწ უკვე ჩემს შვილებთან ერთად, დიდი ერთობის მაგალითია და თუ  გამოჩნდა საჭიროება, რომ უნდა დავბრუნებულიყავი ჩემს მშობლიურ ქალაქში, დედულეთში, აქ ამ ვალდებულების წინაშე ვდგევარ. ხელისუფლებისთვის პრიორიტეტია, ტყიბული იყოს რაც შეიძლება სწრაფად განვითარებული და ჩვენი ამოცანაა, ამ მხარდაჭერის ეფექტიანი რეალიზება. ტყიბულს ელოდება სწრაფი განვითარება ყველა მიმართულებით, ეს არის ჯანდაცვა,  კულტურა, განათლება, ტურიზმი, რომელიც  ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ჩვენი ვალია, გამოვიყენოთ შესაძლებლობა რომელიც გვაქვს, ხელისუფლების მხარდაჭერა და თანადგომა, აუცილებლად უნდა მივიდეთ არჩევნებზე და შემოვხაზოთ 41, ნიშნად იმისა, რომ ჩვენ უარს ვამბობთ გულგატეხილობაზე,  უიმედობაზე, ვირჩევთ პროგრესს, განვითარებასს და ერთობას“ - განაცხადა დავით ჩერქეზიშვილმა.

მერობის კანდიდატმა ტყიბულის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი კანდიდატების წარადგინა. ესენი არიან:  ირაკლი აბესაძე, რომან მაწკეპლაძე, ზვიად კუბლაშვილი, იზოლდა ნემსაძე, გიორგი ნანიკაშვილი, გრიგოლ ჩიხლაძე, მანუჩარ გოტიაშვილი, გიორგი ავალიანი, როლანდ არსენაშვილი.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.45%
გაუარესდა - 52.94%
არ შეცვლილა - 12.61%
სულ - 119 ხმა