|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ექსპეტიზის დასკვნა 20 წლის წინ გაუქმებული ნორმებითაა შედგენილი"-შოთა მურღულია

ქუთაისის ყოფილი მერი შოთა მურღულია სოციალური საცხოვრისის ირგვლივ  შექნილ ვითარებას გამოეხმაურა. მისი თქმით, ექსპერტიზის დასკვნაში მითითებული ნორმები დიდი ხნის წინ გაუქმებულია. 

"დიდი სურვილი არ მქონდა ამ პროცესებში ჩართვის, მაგრამ ასეთი დასკვნის უპასუხოდ დატოვება არ შეიძლება.  გავეცანი დასკვნის სარეზოლუციო ნაწილს.  ასეთი  დასკვნა პირველად ვნახე, სადაც ექსპერტი იმ ნორმებს იყენებს, რომლებიც 20 წლის წინ გაუქმდა. ხოლო ის, რაზეც ამდენი ხანს იყო საუბარი,  ლიფტი, ჭერის ჩამოვარდნა, ბზარები, ნგრევა დასკვნაში არაა" ,- განუცხადა შოთა მურღულიამ "ნიუპრესს".

 მისი თქმით, გაუგებარია, თუ რატომ არ გამოიყენა ექსპერტმა, პირველ რიგში, ეროვნული ტექნიკური რეგლამენტი, ან განვითარებული ქვეყნების ტექნიკური რეგლამენტები და რატომ აიღო 33 წლის წინ მიღებული და 21 წლის წინ შეჩერებული საბჭოთა ნორმა.

"დოკუმენტი ნომრით 2.01.20-85*, რომლის საფუძველზეც ექსპერტი შენობის შემდგომ ექსპლუატაციას საფრთხის შემცველად მიჩნევს, ამ ნომრით საერთოდ არ არსებობს და არც არსებობდა. ექსპერტს, სავარაუდოდ, შეეშალა რეგულაციის ნომერი და უნდა დაეწერა 2.01.02-85*. ამ შემთხვევაშიც კი ეს რეგულაცია, რომელიც 1985 წლის 17 დეკემბერს (33 წლის წინ) საბჭოთა ხელისუფლების მიერ არის მიღებული, 1997 წელს (21 წლის წინ) იქნა შეჩერებული და შეიცვალა სხვა რეგულაციით. ასევე გაუგებარია, თუ რატომ არ იყენებს ექსპერტი საქართველოს მთავრობის მიერ 2015 წლის 23 ივლისს N370 დადგენილებით დამტკიცებულ ტექნიკურ რეგლამენტს „სახანძრო უსაფრთხოების წესებისა და პირობების შესახებ“.

განვმარტავ, რომ საბჭოთა ნორმები (ისიც იმ შემთხვევაში, თუ არ არის გაუქმებული) მოქმედებს შესაბამისი ტექნიკური რეგლამენტის მიღებამდე. იმ შემთხვევაშიც კი, თუ უგულვებელვყოფთ საბჭოთა რეგულაციის 2.01.02-85* 21 წლის შეჩერების ფაქტს, 2015 წლის 23 ივლისიდან ამ სფეროში გვაქვს ეროვნული ტექნიკური რეგლამენტი და დაუშვებელია საბჭოთა ნორმის გამოყენება.

აღნიშნული რეგულირებულია საქართველოს მთავრობის 2014 წლის 14 იანვრის N52 დადგენილების 1-ლი მუხლით. 

ტექნიკურ რეგლამენტებთან დაკავშირებით ასევე გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ 2013 წლის 7 მარტს მთავრობამ დაამტკიცა N50 დადგენილება: :საქართველოს მიერ სხვა ქვეყნების ტექნიკური რეგლამენტების სამოქმედოდ დაშვების, შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტების აღიარების, შესაბამისი ნიშანდების მქონე პროდუქტის საქართველოში დამატებითი შესაბამისობის შეფასების პროცედურების გარეშე დაშვებისა და ასევე სხვა ქვეყნებში წარმოებული, რეგულირებული სფეროსათვის მიკუთვნებული პროდუქტის საქართველოს ბაზარზე შეზღუდვების გარეშე განთავსების შესახებ“. დადგენილების თანახმად, აღიარებულ იქნა ევროკავშირისა და ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის წევრი ქვეყნების (სულ 37 ქვეყანა) ტექნიკური რეგლამენტები.

პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის შესახებ საქართველოს კანონის 56-ე მუხლის - თუ ქვეყანაში ერთ და იგივე პროცესს რამოდენიმე ტექნიკური რეგლამენტი არეგულირებს, საკმარისია ერთ-ერთი მათგანის გამოყენება. შესაბამისად ექსპერტი ესეთი რადიკალური განცხადების გაკეთებამდე, ვალდებული იყო, ან დაყრდნობოდა ეროვნულ რეგლამენტს, ან/და ზემოთმოყვანილი 37 ქვეყნის ტექნიკური რეგლამენტები შეესწავლა.

გაუგებარია თუ რატომ არ გამოიყენება ექსპერტმა პირველ რიგში ეროვნული ტექნიკური რეგლამენტი, ან განვითარებული ქვეყნების ტექნიკური რეგლამენტები და რატომ აიღო 33 წლის წინ მიღებული და 21 წლის წინ შეჩერებული საბჭოთა ნორმა. 

იგივე შეიძლება ითქვას ექსპერტიზის დასკვნაში მოყვანილ კიდევ 2 საბჭოთა ნორმაზე: СНиП II-4-79 - მიღებულია საბჭოთა ხელისუფლების მიერ 27.06.1979 (39 წლის წინ) და გაუქმებულ იქნა 1995 წელს (23 წლის წინ). ასევე - СНиП 2.08.01-89* - მიღებულია საბჭოთა ხელისუფლების მიერ 16.05.1989 (29 წლის წინ) და გაუქმებულია 2002 წელს (16 წლის წინ)"-განმარტავს ქალაქის ყოფილი მერი. 

 მურღულია ფიქრობს, რომ ვიღაც შეგნებულად ცდილობს სოციალური საცხოვრისის თემის დამცირებას. მისი თქმით, თუ რაიმე პრობლემა იყო შეიძლებოდა შემსრულებელ კომპანიას გაესწორებინა.

 შეგახსენებთ, ქუთაისის მერიამ სოციალურ საცხოვრისთან დაკავშირებული დასკვნის მცირე ნაწილი გაასაჯაროვა.  ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასავლეთ საქართველოს რეგიონული ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, ქუთაისის სოციალურ საცხოვრისში დაუცველია უსაფრთხოება, არასრულყოფილია დოკუმენტაცია, შეუსაბამო პროექტი და ცხოვრებისთვის საშიში პირობებია.

 ქუთაისის მერის განცხადებით, ექსპერტიზის დასკვნა საგამოძიებო უწყებას გადაეცა, თუმცა "ნიუპრესმა" ამ დრომდე ვერ გაარკვია, რომელ უწყებას გადაეცა ექსპერტიზის დასკვნა. ქუთაისის მერია გარკვეულ პასუხს არ იძლევა, საქართველოს პროკურატურაში კი განაცხადეს, რომ ამ ეტაპზე მათთან ასეთი დასკვნა შესული არ არის. 

 მერიიდან ამ დრომდე არ მიგვიღია ექსპეტიზის დასკვნა, რომელის საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის წესის დაცვით 7 ივნისს გამოვითხოვეთ.

 

 

ქუთაისის მერიამ სოციალური საცხოვრისის შესახებ სამხარაულის დასკვნის ნაწილი გამოაქვეყნა

"არ ვიცი, ალბათ, მერს ეცოდინება"-ქუთაისის ვიცე მერი ვერ აკონკრეტებს, რომელ უწყებას გადაეცა დასკვნა

"ექსპერტიზის დასკვნა ან არ არსებობს, არ რაღაც დასამალი არის მასში"-გიგა შუშანია

სად შეგვიშვით?- ქუთაისის მერიაში საცხოვრისის ბინადრებთან შეხვედრა ხმაურის ფონზე მიმდინარეობს [VIDEO]

სოციალური საცხოვრისის ბინადარები ალტერნატიულ ფართში გადაყვანას მოითხოვენ [VIDEO]

სოციალური საცხოვრისის შესახებ დასკვნა სამართალდამცავ ორგანოებს გადაეგზავნა

ქუთაისში, სოციალურ საცხოვრისში ჭერი მესამედ ჩამოინგრა

სოციალური საცხოვრისის შესახებ დასკვნა სამართალდამცავ ორგანოებს გადაეგზავნა

 

 

 

ავტორი: ირინა მაკარიძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა