გამარჯვების შემთხვევაში ჭიათურის სოფლებზე ზრუნვას გავაგრძელებ - გივი მოდებაძე
ჭიათურის მერობის კანდიდატი წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში ორი სოფლის მოსახლეობას შეხვდა.
"მორიგი წინასაარჩევნო შეხვედრა სოფელ რცხილათსა და ბიღაში ჩავატარე. განვიხილეთ სამომავლოდ განსახორციელებელი პროექტები და არსებული პრობლემების გადაჭრის გზებზე ვისაუბრეთ.
ამ სოფლებში მოეწყო ცენტრალური საავტომობილო გზა, გაკეთდა შიდა საუბნო გზები, მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა წყალმომარაგების ქსელის მოწყობის მიზნით, რცხილათის საჯარო სკოლაში მოეწყო საბავშვო ბაღი, სოფელ ბიღაში კი გაზიფიცირების პროცესი მიმდინარეობს.
საარჩევნო შეხვედრის ბოლოს ადგილობრივი მოსახლეობის მიერ დასმულ კითხვებს ვუპასუხე"- აღნიშნა შეხვედრების შეჯამებისას გივი მოდებაძემ.
ავტორი: ნიუპრესი
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა