„გუშინ დაბადების დღე ჰქონდა და ნაჩუქარი თანხა სრულად პატარა ვივიანას გადაურიცხა“
ადამიანი, რომელმაც საკუთარ დაბადების დღეზე შეგროვებული თანხა ქველმოქმედებისთვის გადარიცხა, ემა მღვდელაძეა.
„ამაზე დიდი სიკეთე და საჩუქარი, არ ვიცი. ეს გოგო ჩემი მეგობარია, გუშინ იუბილარი იყო და დაბადების დღის საჩუქარი, თანხა სრულად გადაურიცხა პატარა ვივიანას, რომელიც გამოკვლევებზე საფრანგეთში იმყოფება. დარწმუნებული ვარ, ყველაფერი კარგად იქნება და პატარა ვივიანა გამოჯანმრთელდება. ემა, მიხარია, რომ ჩემი მეგობარი ხარ“,-
პოსტს სოციალურ ქსელზე ჟურნალისტი ხათუნა მაისურაძე აქვეყნებს.
შეგახსნებეთ, რომ ქუთაისელ ვივიანა ქვირიას თანდაყოლილი კორძიანი სხეულის დისგენეზია აქვს და ხანგრძლივი მკურნალობის გარეშე ფეხზე ვერ გაივლის.
ვივიანასთვის დახმარების მსურველებს თანხა მოცემულ ანგარიშზე შეუძლიათ გადარიცხონ GE24BG0000000797837600
ავტორი: ხატია ბანძელაძე