|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ილონ მასკმა მსოფლიოს რიგით მეორე უმდიდრესი ადამიანის სტატუსი დაკარგა

კომპანია Tesla-ს აღმასრულებელი დირექტორის, ილონ მასკის ქონება 2021 წელს თითქმის 9.1 მილიარდი დოლარით შემცირდა, რის გამოც, მან მსოფლიოს რიგით მეორე უმდიდრესი ადამიანის სტატუსი დაკარგა

Bloomberg-ის ცნობით, მასკის ქონების შემცირების მთავარი მიზეზი Tesla-ს აქციების ფასის შემცირებაა, კერძოდ, ბოლო ერთ კვირაში კომპანიის აქციები თითქმის 10%-ით დაეცა.

ამჟამინდელი მდგომარეობით, მასკის ქონება 160.6 მილიარდ დოლარადაა შეფასებული, რაც 2021 წლის იანვართან შედარებით, 24%-ითაა შემცირებული. 

მსოფლიოს მეორე უმდიდრესი ადამიანის სტატუსი კი LVMH Moët Hennessy Louis Vuitton-ის თავმჯდომარემ, 72 წლის ფრანგმა ინვესტორმა, ბერნარ არნომ დაიკავა. 

ექსპერტების შეფასებით, Tesla-ს აქციების ვარდნის ერთ-ერთი მიზეზი მასკის ბიტკოინისადმი დამოკიდებულების მკვეთრი ცვლილება და ხუმრობის სახით შექმნილი ე.წ. მიმკოინის, Dogecoin-ის მხარდაჭერაა, რასაც ინვესტორების დიდი ნაწილი ნეგატიურად აფასებს. 

მასკი მიზნად ისახავს, Dogecoin-ი გლობალურ ვალუტად აქციოს, თუმცა თავადვე აღნიშნა, რომ, ამჟამინდელი მდგომარეობით, მიმკოინი ამ მიზანს ვერ შეასრულებს და მისი 100-ჯერ ასწრაფება და გაიაფებაა საჭირო, რაც დიდი ტექნიკურ გამოწვევას წარმოადგენს. 

მასკის ნეგატიურ ტვიტებს ბიტკოინის ენერგომოხმარების შესახებ კრიპტოვალუტის ფასის შემცირება მოჰყვა. 

ანალიტიკოსების მეორე ნაწილის აზრით, აქციების ფასის ვარდნა კომპანიის არარეალისტური და სპეკულაციური შეფასებითაა გამოწვეული. 

შეგახსენებთ, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში Tesla-ს აქციების ფასი თითქმის 750%-ით გაიზარდა და იანვარში რეკორდულ ნიშნულს, 883 დოლარს მიაღწია. სავარაუდოდ, კომპანიის მკვეთრი გაძვირება არა ფუნდამენტური ფაქტორებით, არამედ სპეკულაციური შეფასებით იყო გამოწვეული. 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.45%
გაუარესდა - 52.94%
არ შეცვლილა - 12.61%
სულ - 119 ხმა