|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

იოსებ მაკრახიძემ და თენგიზ ხუბულურმა მოსახლეობას საკუთარი ხედვები გააცნეს (R)

„ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს“ ქალაქ გორის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, იოსებ მაკრახიძე თბილისის ქუჩის მოსახლეობას შეხვდა. მაჟორიტარობის კანდიდატმა  საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობაზე, მთავრობის მიერ განსახორციელებელ პროექტებსა და საკანონმდებლო ცვილილებებზე ისაუბრა.

„ქვეყნისა თუ ქალაქის სიძლიერე მოსახლეობის მოთხოვნილებების დაკმაყოფილებით განისაზღვრება. დღეს ჩვენს წინაშე  დგას უმუშვრობის პრობლემა, რომელსაც ბოლო 4 წელია საქართველოს ხელისუფლება ებრძვის. ჩემთვის პრიორიტეტულია ჩემს ქალაქში მეტი სამუშაო ადგილის შექმნა. კერძო სექტორის, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარება, ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა უმუშევრობის პრობლემის დასაძლევად“, -აღნიშნა იოსებ მაკრახიძემ.

გორის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატი, თენგიზ ხუბულური კი  სოფელ ქვეშის მოსახლეობას შეხვდა და არსებულ პრობლემებს გაეცნო. მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ადგილობრივებს სოფლის განვითარების საკუთარი ხედვები გაუზიარა.

“მიმდინარე წლის სექტემბერში სოფელში ევროპული სტანდარტების საბავშვო ბაღი გაიხსნება. მოსახლეობას აღარ მოუწევს ბავშვების ახლომდებარე სოფლების სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში ტარება“,-აღნიშნა თენგიზ ხუბულურმა.

 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა