იოსებ ხახალეიშვილი: კარგად გააზრებული არჩევანი ბევრი პრობლემის მოგვარებას შეუწყობს ხელს, მაქვს ჩემი თანაქალაქელების გვერდით დგომის იმედი
"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ქუთაისის მერობის კანდიდატი იოსებ ხახალეიშვილი ინდივიდუალური შეხვედრების ფარგლებში ამჯერად ზედა უქიმერიონის მოსახლეობას შეხვდა. კანდიდატი ინდივიდუალურად ესაუბრა მოქალაქეებს საკუთარი საარჩევნო პროგრამის პრიორიტეტებსა და უპირატესობაზე, რომ პროგრამა ითვალისწინებს თითოეული მოქალაქის ჩართულობას ქალაქის განვითრების პროცესში და თანაქალაქელების რაციონალური რჩევები ქალაქს საშუალებას მისცემს ინფრასტრუქტურულად სწორად განვითარდეს. "თითოეულ ოჯახთან ინდივიდუალურად მიწევს საარჩევნო პროგრამის განმარტება და ამ პროგრამის უპირატესობის ახსნა, რაც ამ შეხვედრების ძალიან დადებითი მხარეა. მოქალაქეები მზად არიან, რომ საკუთარი ქალაქის შენებაში მიიღონ მონაწილეობა, მათ კარგად იციან რა სურთ ინდივიდუალურად, რა პრობლემები აქვთ და როგორ შეიძლება მათი აღმოფხვრა. ისინი ელოდებიან ჩვენგან მოსმენას, სწრაფ რეაგირებასა და ინიციატივას. მიუხედავად იმისა, რომ დღეს ზოგადად დაძაბული ვითარებაა ქვეყანაში, ეპიდემიურადაც და პოლიტიკურადაც, კარგად გააზრებული არჩევანი, ბევრი გარკვეული პრობლემის მოგვარებას შეუწყობს ხელს. მაქვს ჩემი თანაქალაქელების გონიერების და გვერდით დგომის იმედი", - განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.
ავტორი: ნიუპრესი