|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

იოსებ ხახალეიშვილი: მრავალშვილიანი დედებისთვის სოციალური პროგრამების რაოდენობა კიდევ უფრო გაიზრდება ჩემი მერად არჩევის შემთხვევაში

ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ქუთაისის მერობის კანდიდატი იოსებ ხახალეიშვილი ქუთაისის მაჟორიტარი დებუტატობის კანდიდატთან ზაზა ლომინაძესთან ერთად მრავალშვილიან დედებს შეხვდა. შეხვედრას ასევე ქუთაისის ვიცე-მერი ირაკლი ქარქაშაძე და სოციალური სამსახურის უფროსი ზურაბ მარგველაშვილი  ესწრებოდნენ.

საარჩევნო ფორმატიდან გამომდინარე კანდიდატი საზოგადოებას საკუთარ საარჩევნო პროგრამაზე და იმ სოციალურ პრობლემებსა თუ პროგრამებზე ესაუბრა, რომლებიც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მათთვის.

საუბარი ასევე შეეხო დღევანდელ პოლიტიკურ ვითარებას, პროტესტის  არასწორად ფორმირებასა და სტაბილურობის მნიშვნელობას ქვეყნის განვითარებისათვის.

"მრავალშვილიანი დედები საზოგადოების ის ნაწილია, რომელთა გაფრთხილება ჩვენი უპირველესი ვალია. მრავალი შვილის დედობა გმირობა იყო ყოველთვის და მით უმეტეს დღეს, როცა ცივილიზაცია ახალი გამოწვევებით, ეპიდემიებით, სოციალური პრობლემებითა და მთელი თავისი "საცდურებით“ გვიტევს. დღეს  და ყოველთვის მათ ჭირდებათ ჩვენი დახმარება. ყველა დედას უნდა ჰქონდეს საშუალება შვილს მისცეს სათანადო განათლება, ყველა ბავშვს უნდა ჰქონდეს წვდომა ინტერნეტზე, ვინაიდან მოულოდნელად ჩვენ დავდექით რეალობის წინაშე, როცა საშუალო განათლების მისაღებად აუცილებელია ინტერნეტი. ყველა ბავშვს აქვს უფლება იზრდებოდეს ჯანსაღ გარემოში. მერიაში ფუნქციონირებს კარგი სოციალური პროგრამები, რომელთა რაოდენობაც კიდევ უფრო გაიზრდება ჩემი მერად არჩევის შემთხვევაში. მხოლოდ სახელმწიფოს გვერდით დგომით შეძლებენ მრავალშვილიანი დედები ჯანსაღი თაობის გაზრდას ისევ და ისევ ჩვენი ქვეყნისთვის ძლიერი  მომავლისთვის", - განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა