|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

იოსებ ხახალეიშვილი: პროგრამამ "აწარმოე საქართველოში“ არაერთ საწარმოს გაუწია დახმარება ქუთაისში

 "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ქუთაისის მერობის კანდიდატი იოსებ ხახალეიშვილი სამკერვალო საწარმო "იმერში" დასაქმებულებს შეხვდა.

"იმერი“ სახელმწიფო პროგრამა "აწარმოე საქართველოს“ ფარგლებში გაფართოვდა.

ქუთაისის მერობის კანდიდატი "იმერის“ მუშაობის პროცესს გაეცნო და საარჩევნო პროცესის სპეციფიკასა და პროგრამის პრიორიტეტებზე ისაუბრა, ასევე ხაზი გაუსვა მსგავსი საწარმოების მნიშვნელობას, მოქალაქეთა დასაქმებისა და სოციალური ყოფის მოწესრიგების კუთხით.

"სამკერვალო "იმერი“ არის ნათელი მაგალითი როგორ განვავითაროთ ბიზნესი საქართველოში, ის ყოველთვის მოწოდების სიმაღლეზეა, ქმნის ხარისხიან პროდუქციას ხელმისაწვდომ ფასებში და გადის ექსპორტზე. სწორედ ასეთი კომპანიები და საწარმოები გვჭირდება. უკვე არაერთხელ აღვნიშნე და კიდევ ვიტყვი, რომ ჩვენი მხრიდან მაქსიმალურად ხელს შევუწყობთ მსგავს საწარმოებს, რათა გქონდეს მეტი სამუშაო ადგილი, რაც დაგვეხმარება სოციალური საკითხების მოგვარებაში და ამავდროულად ხელს შეუწყობს ჩვენი სახელის დამკვიდრებას ევროპის ბაზარზე“, - განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.

სამკერვალო ფაბრიკას 90 წლის ისტორია აქვს, ბოლო 25 წლის განმავლობაში საწარმო უცხოელი შემკვეთებისათვის მუშაობს. პროდუქცია იყიდება ადგილობრივ ბაზარზეც. ქუთაისში "იმერის" 2 მაღაზია მუშაობს.

"ფაბრიკის განახლება პროექტის „აწარმოე საქართველოს“ ფინანსური დახმარების შედეგად გახდა შესაძლებელი. კომპანია ძირითადად ქალისა და მამაკაცის ტანსაცმლის კერვაზეა ორიენტირებული და 20 წელზე მეტია, რაც წარმოდგენილი პროდუქციის (95%) სრულ ექსპორტს ახორცილებს ამერიკისა და დასავლეთ ევროპის ქვეყნების ბაზრებისთვის. საწარმოში ამ დროისათვის 120 ადამიანია დასაქმებული. შესაძლებელია, თანამშრომელთა რაოდენობა კიდევ გაიზარდოს. რომ არა პროექტი „აწარმოე საქართველოში“, ჩვენ ამის გაკეთება გაგვიჭირდებოდ", - განაცხადა საწარმოს დირექტორმა მაია სიმონიძემ.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა