იოსებ ხახალეიშვილი: წარმატების მისაღწევად დაგეგმილი ღონისძიებები ეფექტური მხოლოდ საზოგადოების თანამონაწილეობით იქნება
"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ქუთაისის მერობის კანდიდატი იოსებ ხახალეიშვილი ინდივიდუალური შეხვედრების ფარგლებში პეტრიწის, გრიბოედოვის, ნიკოლაძისა და ბარნოვის ქუჩის მოსახლეობას შეხვდა.
იოსებ ხახალეიშვილმა ადგილობრივებს საარჩევნო პროგრამა გააცნო და მათ წინაშე მდგარი გამოწვევები მოისმინა.
"მოსახლეობა პოზიტიური განწყობით ხვდება ჩემს მთავარ გზავნილს ხალხის ჩართულობასთან დაკავშირებით. მათ მოეწონათ ჩემი იდეა, ქალაქის ბიუჯეტში შევიტანო ახალი პროგრამები, რომელიც ჩემს თითოეულ თანაქალაქელს შესაძლებლობას მისცემს, უფრო აქტიურად ჩაერთოს მისი მუნიციპალიტეტისა და უბნის საჭიროებების განსაზღვრაში. წარმატების მისაღწევად დაგეგმილი ღონისძიებები მხოლოდ და მხოლოდ საზოგადოების თანამონაწილეობით იქნება ეფექტური“, - განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.
ავტორი: ნიუპრესი